აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა – პესკოვი

აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელი.

„მას შემდეგ, რაც დმიტრიევმა პრეზიდენტს ამერიკაში მოგზაურობისა და ამერიკელებთან კონტაქტების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ეს ინფორმაცია გაანალიზდა და, პრეზიდენტ პუტინის მითითებით, რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა. მათ გადაწყვიტეს დიალოგის გაგრძელება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი პირველად დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად
შემდეგი სტატიაპარლამენტში შესაძლოა დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი დაიბარონ