21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

აშშ-ის და ირანის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს პაკისტანი 11 ივლისს უმასპინძლებს

აშშ-ის და ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი პაკისტანში 11 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-არაბია“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე განიხილავენ სამ მთავარ საკითხს: აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ირანის გაყინულ აქტივებს და ირანის ბირთვულ პროგრამას.

მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის წარმომადგენლობა ჯერ არ არის გადაწყვეტილი და საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ისრაელის პროვოკაციები მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას
შემდეგი სტატიატრამპი: ისინი ყველანი ხამენეის დაკრძალვაზე არიან. ერთი გასროლა და შეგვიძლია ყველანი გავანადგუროთ