აშშ-ის ცნობით, რუსეთი ომში გაწვრთნილ დელფინებს იყენებს

რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილ დელფინებს იყენებს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Guardian ავრცელებს.

სევასტოპოლის ნავსადგურის საზღვაო ბაზის სატელიტური ფოტოები აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ დელფინების ორი ჯგუფი ბაზაზე ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში შეჭრისას გადაიყვანეს.

რუსეთს დელფინების სამხედრო მიზნით გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ისინი ძუძუმწოვრებს მტრის მყვინთავების შესაფერხებლად და სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენად იყენებენ.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა