ებრაული სატელევიზიო არხის, i24-ი ინფორმაციით, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი მაიკლ კურილა შეხვდა დონალდ ტრამპს და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა.
მას შემდეგ, რაც უპირობო კაპიტულაცია-დანებებაზე დღეს ხამენეიმ კატეგორიული უარი განაცხადა, თითქმის გარდაუვალია ირანის წინააღმდეგ ამერიკის საჰაერო ძალების მიერ სამხედრო ოპერაციის წამოწყება-ისინი ისეთივე უდანაკარგოდ იმოქმედებენ, როგორც დღეს ისრაელი მოქმედებს.
მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაერთოს ვაშინგტონი სამხედრო ოპერაციაში გახლავთ ის, რომ აშშ-ს გარეშე ვერ დაიბომბება ფორდოს ბირთვული ობიექტი, სადაც ამ დრომდე ხორციელდება მაღალგამდიდრებულ ურანზე მუშაობა.
ურანის 90%-ზე გამდიდრება სწორედ ამ 70-80 მეტრის სიღრმის მიწისქვეშა ობიექტზე ხორციელდება- აშშ-ს საჰაერო ძალებს კი გააჩნია ერთადერთი იარაღი, რომელიც ისეთ სიღრმეში შეძლებს ჩახვრეტას და შიდა დეტონაციას, რაც საკმარისი იქნება ზემოხსენებული ბირთვული ობიექტის სრულად მწყობრიდან გამოსაყვანად და შესაბამისად, ირანის ბირთვული პროგრამის მინიმუმ 10-12 წლით დასაპაუზებლად – საუბარია სტრატეგიულ ბომბდამშენ B-2 Spirit-სა და 14 ტონიან „ბუნკერგამტან“ GBU-57 MOP-ის ტიპის ავიაბომბებზე.