10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ომანის ზღვაში ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერი გავანეიტრალეთ

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ომანის ზღვაში ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა და გაანეიტრალა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი ირანის პორტისკენ მიემართებოდა და აშშ-ის ბლოკადას არღვევდა.

განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ გემი საჰაერო დარტყმით გაანეიტრალეს.

„გემი აღარ მიემართება ირანისკენ. ირანის პორტებში შესვლის ან გამოსვლის მცდელობის საწინააღმდეგო ბლოკადა ძალაში რჩება“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკაიუტებში გამოკეტილი მგზავრები – რა ხდება ლაინერზე, სადაც ვირუსმა სამი ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია