26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დავარტყით

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკელმა სამხედრო ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

„აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს, მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ირანმა დრონის გამოყენებით გემ Ever Lovely-ს დაარტყა. ირანის თავდასხმის დროს სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ომანის სანაპიროს გასწვრივ ჰორმუზის სრუტიდან გამოდიოდა“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე, ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განვახორციელეთ