16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე დარტყმები განაახლეს

აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე დარტყმები განაახლა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დარტყმები დაკავშირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ თავდასხმების მცდელობებთან. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანელების სამიზნე იყო როგორც კომერციული გემები, ასევე რეგიონში განლაგებული ამერიკელი სამხედროები.

„დარტყმები მოყვა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ თავდასხმების ბოლო მცდელობებს, ასევე რეგიონში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული
შემდეგი სტატიათამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში პოლიციაა მობილიზებული