11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანის პორტების ბლოკადის დროს მიმართულება 49 კომერციულმა გემმა შეიცვალა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის პორტების ბლოკადის დროს მიმართულება 49 კომერციულმა გემმა შეიცვალა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ასევე წერს, რომ ადმირალი ბრედ კუპერი ნაღმოსან USS Milius-ს ეწვია. მათივე ცნობით, ხომალდი რეგიონულ წყლებში ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ბლოკადის ოპერაციას უზრუნველყოფს.

“ადმირალი ბორტზე მეზღვაურებს შეხვდა და ხომალდის სამაუწყებლო სისტემით პირად შემადგენლობას მიმართა. მან მადლობა გადაუხადა გუნდს და კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ მისიის გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეის მდგომარეობით, ბლოკადის პირობების შესასრულებლად მიმართულება უკვე 49-მა კომერციულმა გემმა შეიცვალა. ამერიკული ძალები მტკიცედ განაგრძობენ ბლოკადის წესების სრულ და უკომპრომისო დაცვას” ,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება
შემდეგი სტატიაერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნა