29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანის მიერ ქუვეითისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გავანეიტრალეთ

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა წარმატებით ჩაჭრეს ირანის მხრიდან ნასროლი ორი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა სამიზნეც ქუვეითში განლაგებული ამერიკული ბაზები იყო.

როგორც სარდლობის ოფიციალურ X-ის (ყოფილ ტვიტერის) გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა.

„გასულ ღამეს, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით ჩაჭრეს ორი ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელთა სამიზნეც ქუვეითში განლაგებული ამერიკული ძალები იყო. რაკეტები სწრაფად გაანეიტრალეს და თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან“, — აცხადებენ ცენტრალურ სარდლობაში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ამერიკული არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩება:

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სიფხიზლეს ინარჩუნებს და მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერასთან ერთად, ირანის აგრესიისგან ჩვენი ძალების დაცვას გააგრძელებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ბოლომდე დაასუსტა არმია და განასაიდუმლოა წინააღმდეგობისთვის მომზადებული სამარხები
შემდეგი სტატიაბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს