9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დაზიანების შესახებ ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დაზიანების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„მოდით, ნათლად ვთქვათ: ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ზღვის სივრციდან ირანის საჰაერო სივრცეზე სრული დომინირების შენარჩუნებას განაგრძობს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-მა კონფლიქტამდე ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერება დაიწყო. „ლინკოლნის“ გარდა, რეგიონში ასევე მოქმედებს აშშ-ის საზღვაო ძალების უდიდესი ავიამზიდი, „ჯერალდ ფორდი“.

ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სპარსეთის ყურეში დამატებით ძალებს აგზავნის, მათ შორის ე.წ. „ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფს“ (ARG), რომელიც 5 000-მდე საზღვაო ქვეითსა და მეზღვაურს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმი იმართება
შემდეგი სტატიაბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს