26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკამ სამხრეთ ირანზე დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს.

სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.

„აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ ჩვენი ძალების დაცვას, ამავდროულად, თავშეკავებას იჩენენ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის დროს“, – განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა.

კაპიტან ჰოკინსის თქმით, დარტყმები მიმართული იყო ბენდერ-აბასის მახლობლად. მედიის ინფორმაციით, საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასში ირანის საზღვაო ბაზა მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაგერმანიის საელჩო: მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის