აშშ-ის არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიევში ჩავიდა

აშშ-ის არმიის მინისტრი დენ დრისკოლი და შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი, დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდნენ უკრაინაში. მათი ვიზიტი უკავშირდება ვაშინგტონის მცდელობას, დააჩქაროს ომის დასრულების პროცესი.

Politico-ს ინფორმაციით, დღეს ისინი შეხვდებიან უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას, პარლამენტარებს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის ჩართვაა რუსეთთან ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხის განახლებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ,,ქართული ოცნების“ მორიგი ნაბიჯი
შემდეგი სტატიაევროკავშირთან დიალოგი შს მინისტრის სანქცირებული მოადგილის გამო ჩაიშალა?!