აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელს უყწობს.
კეინმა უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე მოსმენის საჯარო ხასიათის მოტივით, თუმცა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, გარკვეული ქმედებები მიმდინარეობს“.
კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი დაეთანხმა ამ მოსაზრებას.
„ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი სერიოზულ ზომებს იღებს ირანში წარმატების მისაღწევად ჩვენი ძალისხმევის შესასუსტებლად“, – განაცხადა ვიკერმა.















