აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი დაასახელა.
„ჯონ რეტკლიფი ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი ამერიკელ ხალხთან ერთად “, – აღნიშნავს ტრამპი.
ჯონ რეტკლიფი ტეხასის ყოფილი კონგრესმენი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში მუშაობდა. როგორც მედია წერს, ის დემოკრატი კრიტიკოსების წინააღმდეგ ტრამპის აქტიური დამცველი იყო.