აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

შეერთებული შტატებიდან უკრაინისათვის განკუთვნილი 800 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პირველი რეისი, რეგიონში სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში ჩავა, – ამის შესახებ თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ამბავს CNN იუწყება.
ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინელები დახმარების პაკეტს საზღვარზე აიღებენ და ქვეყანაში თავად შეიტანენ.

ზუსტი აღწერა თუ რა იგზავნება უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად გამჟღავნებული არ არის. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა პირებმა აქამდე განაცხადეს, რომ ისეთი გადაუდებელი საჭიროების აღჭურვილობა, როგორიცაა ჰაუბიცები, მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები და რადარები, უკრაინისთვის ყველაზე პირველი გაიგზავნება.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ახალი ტანკების წარმოება შეჩერებულია – უკრაინის დაზვერვა
შემდეგი სტატიაძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება – დეგნანი