11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი: ირანში დაღუპულთა რაოდენობა 466-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.

HRANA-ს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა მონაცემთან შედარებით ორჯერ მეტია – ორგანიზაცია 203 გარდაცვლილზე საუბრობდა. უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, მონაცემების ასეთი მკვეთრი ზრდა ბოლო საათებში დაფიქსირდა.

ორგანიზაცია HRANA ირანში მოქმედ აქტივისტებზე დაყრდნობით აგროვებს ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა გზით მოწმდება. სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ HRANA-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკა წინა საპროტესტო ტალღების დროსაც მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი: “უცხო ძალებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ კლავენ ადამიანებს, წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან საჯარო ქონებას”
შემდეგი სტატიაუკრაინამ კასპიის ზღვაში Lukoil-ის ნავთობის პლატფორმებზე იერიში მიიტანა