5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

აშშ ირანზე შეტევის გეგმით კონკრეტულ პირებს მიზანში იღებს – ტრამპს თეირანში რეჟიმის შეცვლა სურს?!

აშშ-ის მიერ ირანზე შეტევის გეგმა კონკრეტული პირების მიზანში ამოღებას და თეირანში რეჟიმის შეცვლას მოიცავს, თუ დონალდ ტრამპი ამის ბრძანებას გასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის მიერ ირანზე შეტევის გეგმები მზადების პროცესშია.

გამოცემა წერს, რომ პენტაგონი ირანის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც ბირთვულ ობიექტებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ითვალისწინებს.

წყარო „როიტერს“ უყვება, რომ კონკრეტული პირების სამიზნეში ამოღება დამატებით სადაზვერვო რესურსებს მოითხოვს, მათ შორის ზუსტი მდებარეობის ცოდნას და იმის გაგებას, სხვა ვინ შეიძლება დაზარალდეს ოპერაციის დროს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს მარტის ბოლოს გეგმავს
შემდეგი სტატიაფარცხალაძე: ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს