5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

აშშ ირანზე საბოლოო დარტყმისთვის ემზადება – სახმელეთო ოპერაციის 4 სავარაუდო სცენარი

გამოცემა Axios, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ გადამწყვეტი სამხედრო ოპერაციის ვარიანტებს განიხილავს. გეგმა ითვალისწინებს როგორც მასშტაბურ დაბომბვებს, ისე ამერიკული სახმელეთო ჯარების გადასხმას ირანის ტერიტორიაზე.

როგორც წყაროები აცხადებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ომი „გამარჯვების კადრით“ დაასრულოს, თუკი ირანთან მაღალი დონის მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს.

განიხილება ოკუპაციის 4 ძირითადი ვარიანტი:

  1. ხარგის კუნძულის დაკავება: ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ჰაბის ბლოკადა ან აღება.

  2. ლარაკის კუნძულის აღება: სტრატეგიული წერტილი ჰორმუზის სრუტეში, სადაც განთავსებულია ირანული ბაზები და რადარები.

  3. აბუ-მუსას კუნძულზე შეჭრა: ეს კუნძული ირანს სპარსეთის ყურედან გამავალ გემებზე კონტროლის საშუალებას აძლევს. კუნძულზე პრეტენზიას აშშ-ის მოკავშირე არაბთა გაერთიანებული საამიროებიც აცხადებს.

  4. ნავთობტანკერების კონტროლი: ირანული ნავთობის ექსპორტიორი გემების პირდაპირი ბლოკირება ან დაკავება.

ბირთვული მასალების ბედი

Axios-ის ცნობით, გეგმაში ასევე შედის სპეცოპერაცია ირანის მაღალგამდიდრებული ურანის ხელში ჩასაგდებად, რომელიც მიწისქვეშა ნანგრევებშია დაცული. ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება ამ ობიექტების ჰაერიდან დაბომბვა, რათა ირანმა მასალებთან წვდომა სამუდამოდ დაკარგოს.

პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ნატო-ს ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ
შემდეგი სტატიაქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება