18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

აშშ ირანული ნავთობის გაყიდვის მიზნით დაწესებულ საშეღავათო ნებართვას აღარ გაახანგრძლივებს

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ირანული ნავთობის გაყიდვის მიზნით დაწესებულ საშეღავათო ნებართვას აღარ გაახანგრძლივებს.

„მოკლევადიანი ნებართვის ვადა, რომელიც ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა, რამდენიმე დღეში იწურება და იგი აღარ გახანგრძლივდება“, – ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანული ნავთობის ნაწილზე დაწესებული სანქციები გასულ თვეში მოხსნა და ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ზღვებში მყოფი ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდეა შესაძლებელი.

„ხაზინის დეპარტამენტი ირანზე მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას ინარჩუნებს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა გაფრთხილება უნდა გაითვალისწინონ, რომ დეპარტამენტი ყველა არსებულ საშუალებას იყენებს და მზად არის მეორადი სანქციები დააწესოს იმ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის საქმიანობის მხარდაჭერას აგრძელებენ“, – აცხადებს ხაზინის დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიდააკავეს კაცი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა
შემდეგი სტატიააშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკამ ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა