7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

აშშ ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საუბარია ერთზე მეტ შეხვედრაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების სურვილი აქვს.

„მათ სურთ რაღაცის გაკეთება და ვნახოთ, გაკეთდება თუ არა რამე. მათ ჰქონდათ შანსი, რომ რაღაც გაეკეთებინათ ცოტა ხნის წინ, ეს არ გამოვიდა და ჩვენ ჩავატარეთ ოპერაცია. არ მგონია, სურდეთ, რომ ეს ისევ მოხდეს. მათ სურთ მოლაპარაკება. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე თუ სად გაიმართება შეხვედრა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა საუბარია ერთზე მეტ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაში„ტირანებს უყვართ ცენზურა“ – ილონ მასკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე
შემდეგი სტატია“ევროკომისია ზეწოლას ახდენდა პლატფორმებზე” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადება