აშშ ირანისთვის “უკომპრომისო პასუხის” გასაცემად ავიამზიდებს გააგზავნის

ვაშინგტონი ავიამზიდების ჯგუფს აგზავნის “აბრაამ ლინკოლნის” მეთაურობით, ასევე, იქნება ბომბდამშენთა ჯგუფი, რომ ირანს პასუხი გასცეს – 5 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანია იმის დემონსტრირება, რომ აშშ მზად არის “უკომპრომისო პასუხი” გასცეს საკუთარი და მოკავშირეების ინტერესთა ნებისმიერ საფრთხეს. ბოლტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აშშ-ს ირანთან ომი არ სურს”, თუმცა, მზად არის ირანის სამხედრო ძალების ნებისმიერ თავდასხმას უპასუხოს.
თავის მხრივ, თეირანმა თქვა, რომ ყველა რესურსის მობილიზებას მოახდენს, რომელიც ნავთობის გასაყიდად დასჭირდება, რომ აშშ-ს სანქციებს აარიდოს თავი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში აშშ გამოვიდა ირანთან სარაკეტო შეთანხმებიდან. დოკუმენტი ირანს ავალდებულებს საკუთარი ბირთვული პროგრამა შეზღუდოს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი პარლამენტში გიორგი ქობულიას მოსმენას საჭიროდ არ მიიჩნევს