აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გადადებს

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გადადებს

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გადადებსაშშ-ს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მომხრეებმა თეთრ სახლს მოუწოდეს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ შემოიღონ – ამის შესახებ დღეს Wall Street Journal წერს. ახალმა სანქციებმა შესაძლებელია ირანის პროვოცირება გამოიწვიოს რეგიონში სიტუაციის დასაძაბავად. ასევე, ატომური შეთანხმების შესრულებაში – ფიქრობენ კონგრესმენები.

ბარაკ ობამას უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ბენ როდსმა განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებამდე ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს დიპლომატიური და ტექნიკური სამუშაოები. მისი თქმით, სანქციების შეჩერების მიზეზი ირანის მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა: “მათი გადასაწყვეტი არ არის ვისთან მიმართებაში რა სანქციებს შემოვირებთ” – განაცხადა მან დღეს ჰავაიზე გამართულ ბრიფინგზე, სადაც ბარაკ ობამა საშობაო არდადეგებს ატარებს.
ის, რომ აშშ ირანის, ჰონკონგისა და გაერთიანებული ემირატების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სანქციების შემოღებას აპირებს, დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. მიზეზი ირანის სარაკეტო პროგრამაა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის საგარეო უწყება: უკრაინის კონფლიქტი საშიშია პოლონეთისთვის
შემდეგი სტატია“მოამბეს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ფუტკარაძე