19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ტალღას ახორციელებს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ტალღას ახორციელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების მიზანს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება წარმოადგენს.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით დილის 06:00 საათზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. დარტყმების მიზანს წარმოადგენს იმ სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება, რომლებსაც ირანის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ“, – აცხადებს CENTCOM-ი.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები გასულ ღამესაც განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის დრონებისა და რაკეტების ობიექტებზე, ასევე სანაპირო თავდაცვის სისტემებზე დარტყმები შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშივინც დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აფინანსებს, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ