აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანთან საომარი მოქმედებების „სრულ და საბოლოო მოგვარებაზე“ ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა.
„მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და ნაყოფიერი საუბრები შედგა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი დაპირისპირების სრული და საბოლოო გადაწყვეტის შესახებ“, — წერს ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში (რომელიც მთლიანად დიდი ასოებითაა დაწერილი).
„ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და ხასიათის გათვალისწინებით, რაც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებაზე“, — დასძენს ტრამპი.















