შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლებს, – ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა უკვე მიიღო. ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მტკიცებულებების გაზიარებას დათანხმდა.
CNN-ის წყაროს განმარტებით, რა ინფორმაციას გაუზიარებს აშშ სასამართლოს, საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის.