“აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას” -სახდეპი

ჩვენ ვგმობთ კირბალთან მომხდარ მკვლელობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მორიგი მაგალითი, როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად არის გამოწვეული.

„მე, უბრალოდ, გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს“, – განაცხადა პატელმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება
შემდეგი სტატიაევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 15:00 საათზე ოფიციალურად გამოცხადდება