აშშ გერმანიაში დამატებით 500 სამხედრო პირს განათავსებს

აშშ შემოდგომაზე გერმანიაში 500 სამხედრო პირს გადასხამს – ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გერმანელ კოლეგასთან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 13 აპრილს განაცხადა ბერლინში – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.
ოსტინმა დადებითი შეფასება მისცა გერმანიის მონდომებას, აქცენტი თავდაცვაზე გააკეთოს. თავის მხრივ, კრამპ-კარენბაუერმა აშშ-ს გადაწყვეტილებას, გერმანიის ტერიტორიაზე დამატებით 500 ჯარისკაცის განთავსების შესახებ, “მოკავშირეობის აშკარა სურვილი” უწოდა, ოსტინს კი – “ამ ქვეყნის მეგობარი”. 67 წლის ლოიდ ოსტინი წარსულში გერმანიაში მსახურობდა და როგორც თვითონ თქვა, გერმანიისადმი “პირადი გრძნობები” აკავშირებს.

მიმდინარე მომენტში გერმანიაში დაახლოებით 34,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. 2020 წელს აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონტიგენტის მესამედის გაყვანაზე გააკეთა განცხადება. ტრამპმა ამას ბერლინის თავისებური დასჯა უწოდა იმის გამო, რომ მისი აზრით, გერმანია თავდაცვაში არასაკმარის თანხებს იხდის და აშშ-ს მხრიდან დაცვის იმედი აქვს. ტრამპის გეგმებმა გერმანიაში შეშფოთება გამოიწვია, თავად აშშ-ში კი – კრიტიკა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირა ხდება უკრაინა-რუსეთის საზღვარზე (ფოტო)
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინაში “რუსულენოვან მოსახლეობას” დაიცავს