აშშ განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაით ტოლკესი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა:

„დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკესი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.

შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირანის სახელმწიფო TV იმ დროს დაიბომბა, როცა წამყვანი ისრაელს ემუქრებოდა [VIDEO]
შემდეგი სტატიათბილისი-ზუგდიდის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა [video]