აშშ ევროკავშირს მოუწოდებს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავიდეს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაილ პენსმა ევროკავშირს მოუწოდა ირანთან ბირთვული შეთანხმება დატოვოს და თქვა, რომ ვაშინგტონი თეირანს სანქციებს გაუფართოვებს – პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. “დადგა დრო, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამოვიდნენ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და ჩვენ შემოგვიერთდნენ, რადგანაც ჩვენ ვანხორციელებთ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ირანის ხალხს, რეგიონს და მსოფლიოს მშვიდობა მივცეთ, უსაფრთხოება და თავისუფლება, რომელსაც ისინი იმსახურებენ” – პენსმა თქვა. მან ირანს “ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი საფრთხე” უწოდა და ქვეყნის რეჟიმი “ახალი ჰოლოკოსტის” მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულა.

პენსმა საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ბიზნესი განსაჯა იმის გამო, რომ ევროპული ბიზნესი ირანში მუშაობას განაგრძობს აშშ-ს სანქიციების მიუხედავად.
ვარშავის კონფერენციის ორგანიზატორი აშშ იყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ, ასევე, ისრაელი და მაღალჩინოსანი არაბი ლიდერები, რომლებიც ირანთან კონფლიქტში არიან.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი დიპლომატიური სკანდალის გამო გაწვეულ ელჩს რომში დააბრუნებს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს