აშშ ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის უფლებას არ მისცემს

აშშ სხვა სახელმწიფოებს და, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს, უფლებას არ მისცემს ირანის წინააღმდეგ ამერიკულ სანქციებს გვერდი აუარონ – ეროვნული უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა. ვაშინგტონი “აგრესიული და ურყევი” იქნება თეირანის წინააღმდეგ სანქციების უზრუნველყოფაში და სხვა ქვეყნებსაც არ მისცემს უფლებას ის შეარყიოს” – ბოლტონმა ნიუ-იორკში კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა.
“ევროკავშირი ძლიერია რიტორიკაში და სუსტია ჩანაფიქრის განხორციელებაში. ჩვენ არ ვაპირებთ ევროპას, ან სხვა ვინმეს, უფლება მივცეთ ჩვენს სანქციებს გვერდი აუარონ” – ხაზგასმით თქვა ბოლტონმა – “დოიჩე ველე” წერს.

ქვეყნები, რომლებიც ირანთან ატომური შეთანხმების ხელმომწერები არიან, განაცხადეს, რომ თეირანთან ვაჭრობისთვის გადახდის ახალ მექანიზმებს შექმნიან, რაც ევროკავშირს, რუსეთს და ჩინეთს ვაშინგტონის სანქციების გვარდის ავლით საშუალებას მისცემს ირანთან ივაჭროს – ორი დღის წინ გავრცელდა.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის თქმით, გადახდის ახალი მექანიზმი ევროპულ და მსოფლიო ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება იმაში, რომ არ დაეყრდნონ ამერიკულ ბაზარს და ამერიკულ ვალუტას. თუმცა, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ახალი სისტემა, არ გაუსაჯაროვებიათ.
ირანთან ახალი სავაჭრო სისტემის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ბრიტანეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს. ამავე დროს, ბევრ დიპლომატს არ სჯერა, რომ მსგავსი სისტემის შექმნა შესაძლებელია.

ირანის ატომური პროგრამის შესახებ შეთანხმებას 2015 წელს მოეწერა ხელი აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის. 2018 წლის მაისში აშშ შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაში,, აქ არის საქართველოს სამართლის გაუთავებელი პანაშვიდი, ყველა ადამიანი ვალდებულია, აქ მოვიდეს”
შემდეგი სტატია,,კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს, შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი – კარავი, ბალიშები”