“აშშ-ის ელჩისგან ოფიციალურ განმარტებას მოითხოვენ”

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის პეტიციით მიმართავენ და აშშ-ის კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების გაკეთებას სთხოვენ.

 

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის”, “პოზიციას” და “ახალგაზრდული ცენტრის” შეფასებით, კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება, საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, რასელის გამოსვლა ამორალური და ქართველი ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელი იყო, რომელმაც შესაძლოა, პარტნიორ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შექმნას.
“ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა სამუშაო მდგომარეობაში და საშინაო პოლიტიკაში. ამასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთება მიზანშეწონილია აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან. გვინდა, რომ ეს ურთიერთოებები, ერთი ვიწრო პარტიული მომსახურე კონგრესმენის მხრიდან არ იქნას დანგრეული. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ  უნდა იყოს ცალკეულ პარტიებზე ჩამოკიდებული”,- განაცხადა “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა სტივ რასელმა, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კარგად დააკვირდეს, რადგან კონგრესმენის თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით.
ამასთან, სტივ რასელი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს ”იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”, ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდა.
ცნობისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წამოადგენს. ელჩის მოადგილის კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
banner
წინა სტატიაში“IRI- ს კვლევაში, ბურჯანაძის პარტია ორი სახელწოდებით არის მოხსენებული”
შემდეგი სტატია,,”ქართული ოცნების” მიერ სოფელ კორცხელის მაჟორიტარად დასახელებული კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრია”