აშშ-ის ელჩის მოადგილემ გერმანიის კლინიკაში ქართველი სამხედროები მოინახულა

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ელჩის მოადგილემ ჯარისკაცებს აშშ-ის საელჩოს გზავნილები და ჩურჩხელები ჩაუტანა.“

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია: „2010 წლიდან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების ამერიკელ სამხედროებთან ერთად მსახურების კვალდაკვალ აშშ ეხმარება საქართველოს იზრუნოს საკუთარ ჯარისკაცებზე შინ და ქვეყნის გარეთ. ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა გერმანიაში ვიზიტისას სიხარულით მოინახულა ეს მამაცი მებრძოლები ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი ვერ აკონკრეტებს, ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილება რამდენ პირს შეეხება
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი ვერ ხედავს მისი გადადგომის აუცილებლობას