აშშ ელჩი კელი დეგნანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
სხვა სტატიები
„რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი” – აცხადებს აშშ ელჩი კელი დეგნანი სპეციალურ მიმართვაში.