25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

აშშ ძალის გამოყენებას ძალის გამოყენებით უპასუხებს: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში განხორციელებული დარტყმების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ ძალის გამოყენებას ძალის გამოყენებით უპასუხებს.

„ირანმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩვენ მას პატივს ვცემთ. თუ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ, მაშინ შეუძლიათ ტელეფონი აიღონ და დარეკონ“, – წერს ვენსი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების საცავებს დაარტყა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულზე 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგა ლემონჯავა: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს