აშშ-დან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაში. პრაისის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან, 1 ოქტომბრიდან, ყურადღებით აკვირდებიან მისადმი მოპყრობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მიესალმებიან სახალხო დამცველის ზედამხედველობით დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურის მდგომარეობის შესამოწმებლად. ნედ პრაისის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას დაბეჯითებით მოუწოდებენ, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი საქმე განიხილება. პრაისი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლოს სხდომებზე დასწრებასაც, თუკი ის ამას ითხოვს.

წინა სტატიაშისაფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს
შემდეგი სტატიათქვენთვისვე ჯობია, გადაიყვანეთ სააკაშვილი დაუყოვნებლივ! – პაატა მანჯგალაძე “ოცნებას”