საუდის არაბეთში აშშ-ის საკონსულოსთან ტერაქტი მოხდა

საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის საკონსულოსთან ტერაქტი მოხდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ჯედაში მდებარე დიპლომატიურ მისიასთან თავი აიფეთქა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ტერაქტის შედეგად თავად ტერორისტი დაიღუპა, დაშავდა ორი სამართალდამცველი. თავდამსმხელი დანაღმული ავტომობილით დიპლომატიური მისიის შენობისკენ მიემართებოდა.

თავდასხმა 4 ივლიდდ გამთენიისას, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. აშშ-ის საკონსულო ტერორისტების თავდასხმის ობიექტი 2009 წელსაც გახდა, მაშინ ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიკრისტოფერ ბერგნერი: ,,გერმანიის დეპუტაცია ქართული მარის რეზოლუციას მხარს უჭერენ”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი