აშშ და ტაივანი სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმდნენ

აშშ და ტაივანი ახალი ინიციატივის ფარგლებში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმდნენ.

ტაივანის წარმომადგენლის განცხადებით, ასევე განიხილავენ ჩინეთის „ეკონომიკური იძულების“ საკითხს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება.

ტაივანში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რამდენიმე დღეში კი, ხუთი კონგრესმენისგან შემდგარი დელეგაცია, რასაც ჩინეთის მხრიდან პროტესტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნები მოყვა ტაივანის სრუტის გარშემო.

banner
წინა სტატიაშიმედია – რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს
შემდეგი სტატიაროგორ ებრძოდნენ ძველად სამეგრელოში გვალვას – უცნაური ხალხური რიტუალი