აშშ და სამხრეთ კორეა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

აშშ და სამხრეთ კორეა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

ვაშინგტონი და სეული შეთანხმდნენ იმაზე, რომ კორეის ნახევარკუნძულზე უახლესი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის მთავრობამ გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გაავრცელა ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტა-მატარებლის გამოცდის შესახებ.
ფხენიანის მოქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით დღეს გაერო სპეციალურ სხდომას ჩაატარებს.
ვაშინგტონმა და სეულმა წელს, მათი თანამშრომლობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე ფართო სწავლებები დაგეგმეს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედრო უწყება აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების გამო
შემდეგი სტატიაავღანეთის რაიონი სანგინი თალიბების ხელში გადავიდა