აშშ და რუსეთი საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე თანახმა უნდა იყოს მისი დასრულების გადაწყვეტაზე.

რუბიოს თქმით, ერ-რიადში რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა იყო გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო უკრაინაში ომის სამართლიანი და მტკიცე დასრულება.

რუბიომ ასევე თქვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ მომენტში უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში და არავინ უნდა დარჩეს განზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე.

სააგენტო „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში, რუბიომ აღნიშნა, რომ მხარეები დათანხმდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში საელჩოებში პერსონალის რაოდენობის აღდგენას, რათა შეიქმნას მისიები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების, ორმხრივი ურთიერთობებისა და უფრო ფართო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

„ესოშიეითიდ“ პრესი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორივე საელჩოს მნიშვნელოვნად შეუმცირდა დიპლომატების რაოდენობა მათი მასობრივი გაძევების გამო.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს