აშშ და რუსეთი 27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პუტინმა ამერიკის ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებს

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად 27 თებერვალს სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუკი ყველა მხარე ამის მზადყოფნაზე ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გააკეთა განცხადება და მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. როგორც პუტინი აცხადებს ბარაკ ობამასთან საუბრის ინიციატივა რუსეთიდან მოდიოდა.

„რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის პრეზიდენტთან რუსეთის მხარის ინიციტივით. საუბრის მთავარი თემა სირიის კრიზისი იყო. მიღწეულია შეთანხმება 27 თებერვალს სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. იმ პირობით, რომ 26 თებერვლის საღამომდე, სირიაში მებრძოლმა ყველა მხარემ უნდა დაადასტურონ საკუთარი თანხმობა ცეცხლის შეწყვეტაზე,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ხელისუფლების პოზიციით ეს შეთანხმება არ ვრცელდება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ ცეცხლის შეწყვეტაზე.

შესაბამისი შეთანხმება უკვე აისახა ამერიკის, რუსეთისა და სირიის კრიზისის მხარდამჭერი სხვა ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა მხარემ საკუთარი მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 26 თებერვლის ღამის 00:00 საათამდე უნდა დააფიქსიროს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება
შემდეგი სტატიაოთხდღიანი გაუჩინარების შემდეგ არასრულწლოვანი სამირა ბაირამოვა პოლიციაში მშობლების გარეშე დაკითხეს