7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

აშშ და ირანი განიხილავენ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს

გამოცემა „აქსიოსი“ აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, მოლაპარაკებები პირდაპირი იყო თუ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობდა.

„აქსიოსის“ ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაურკვეველია, შესაძლებელი იქნება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შესაძლებლობას განიხილავდა როგორც ადმინისტრაციის შიგნით, ისე მის გარეთ მყოფ ოფიციალურ პირებთან.

ამასთან, გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ოთხშაბათს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს წამოჭრა.

banner
წინა სტატიაშითელავის მუნიციპალიტეტში 45 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაგორში, ძაღლების თავშესაფართან, ადგილობრივებმა და თბილისიდან ჩასულმა აქტივისტებმა, აქცია გამართეს