აშშ და ჩრდილოეთ კორეა შეხვედრისთვის ემზადებიან

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელი და ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანს საიდუმლო ვიზიტით ეწვია – ამერიკული მედია ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მედიის ინფორმაციით, პომპეო ფხენიანში სააღდგომო არდადეგებზე იყო (31 მარტსა და 1 აპრილს), რომ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის დეტალები გაევლო. ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები “განსაკუთრებით მაღალ დონეზე მიდის” და დააზუსტა, რომ კიმთან შესახვედრად 5 სავარაუდო ადგილს განიხილავენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგომელაურის მოხსენება – პარლამენტში სხდომა დაიხურა
შემდეგი სტატიადანაშაული თუ დადგმა – რა არის ცნობილი დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე