აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოაცხადებს

აშშ-ს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები არ გააფართოვოს დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრის ფონზე – The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლი სანქციების გამოცხადებას 29 მაისს აპირებდა, თუმცა, ის გაურკვეველი დროით გადადეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი სიაში 30 სუბიექტი იყო, კერძოდ, რუსული და ჩინური ორგანიზაციები.
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზღვის კატა რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა
შემდეგი სტატიაისრაელის პარლამენტმა სომხების გენოციდის აღიარების შესახებ პროექტი გაიწვია