აშშ-ის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩები არჩევნებს გორში აკვირდებიან

მერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის ელჩები გორში მე-9 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ელჩების განცხადებით, ამ უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია, რაც მისასალმებელია

“ჩვენ ვიმყოფებით გორში და რამდენიმე საარჩევნო უბანზე უკვე ვიყავით. მოხარული ვართ, რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მოდის. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – განაცხადა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: ცესკომ ამომრჩევლები სიიდან უკანონოდ ამოიღო
შემდეგი სტატიაივანიშვილი ხმის მიცემისთვის საკუთარ რიგს ელოდება