აშშ ავღანეთიდან ათასობით სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ათაოსბით სამხედრო მოსამსახურის გამოსაყვანად ემზადება მას შემდეგ, რაც “თაილიბანთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. იგივე შეთანხმებით, “თალიბანი” “ალ-ქაიდას” მხარდაჭერაზე უარს ამბობს – Washington Post-ი წერს.
გამოცემა ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ავღანეთიდან სამხედროების ნაწილის გამოყვანა იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც უკვე 18 წელია იწელება. Washington Post-ის თანახმად, პენტაგონი 14 ათასიან კონტიგენტს 8000-9000-მდე დაიყვანს.
“თალიბანსა” და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ შეთანხმებას წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა. გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საბოლოოდ სექტემბერში, ავღანეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოეწერება – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში თითქმის მილიარდი ევროს კოკაინი ამოიღეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში Brexit-მდე დროის ათვლა დაიწყო