ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, გაზრდილი ფინანსები რეალურ სამხედრო შესაძლებლობებად აქციონ.
ელჩ მეთიუ ვიტაკერის განცხადებით, აშშ-ის მიზანია, რომ კონტინენტის ტრადიციული თავდაცვის მთავარი სიმძიმე თავად ევროპელებმა იტვირთონ:
„მიზანი ნათელია — გაგრძელდეს ევროპის კონვენციური თავდაცვის ტვირთის გადატანა ნატო-ში ჩვენს მოკავშირეებზე… შეერთებული შტატები არსად მიდის, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობები გლობალურად“.

















