აშშ არქტიკაში სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს

ვაშინგტონი 2019 წლის ზაფხულში არქტიკაში სამხედრო გემებს გააგზავნის, რომ ექსტრემალურ პირობებში სარაკეტო კრეისერები გამოსცადოს. გარდა ამისა, აშშ რუსეთსა და ჩინეთთან კონკურენციის პირობებში შორეულ არქტიკაში თავის მონაწილეობას გააფართოვებს.
გლობალური დათბობის პირობებში არქტიკის წყლები აშშ-ს იმის საშუალებას აძლევს, რომ იქ ინტენსიურად იმყოფებოდნენ. აშშ არქტიკაში 1960-იანი წლებიდან არის – “დოიჩე ველე” წერს.
სავარაუდოდ, ექსპედიციაში, სამხედრო გემების გარდა საპატრული თვითმფრინავი P-8 Poseidon-იც იქნება.

2018 წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განცხადებით გამოვიდა, სადაც მან არქტიკაში კონფლიქტების საფრთხეებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშივირუსის გართულების გამო, 42 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაგამოძიების ფედერალური ბიურო ამოწმებდა ტრამპი მოსკოვზე მუშაობდა თუ არა