9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

“აშშ აგრესიის შესაჩერებლად მზად არ არის”– ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია ეს ომი სრულად დაასრულოს და დასძენს, რომ ეს კონფლიქტი ქვეყანას თავს მოახვიეს.

აბას არაღჩიმ იაპონურ მედიასაშუალება Kyodo-ს განუცხადა, რომ ირანი მზად არის მოისმინოს და განიხილოს მსგავსი წინადადებები. თუმცა, მან იქვე დაამატა, რომ მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის მცდელობისა, იპოვონ გამოსავალი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან, არ ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის შეაჩეროს თავისი აგრესია.

არაღჩის თქმით, ირანი არა „ცეცხლის შეწყვეტას“, არამედ „ომის სრულ, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ დასრულებას“ ესწრაფვის. მან ინტერვიუ საკუთარ Telegram-არხზეც გააზიარა, ტექსტის სრული ვერსია კი სააგენტო Mehr News-მა გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანმა ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადამიხადა – ირაკლი კობახიძე უნგრეთშია
შემდეგი სტატიაBMG: სებ-მა საინფორმაციო მომსახურებაზე “იმედის” თანამფლობელს 99 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა