აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჰაკერებემა ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევა განახორციელეს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჰაკერებემა ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევა განახორციელეს, მათ Twitter-ის, PayPal-ის, eBay-ის, Netflix-ის, Amazon-ისა და კიდევ სხვა მრავალი კომპანიის სერვერებზე წვდომა შეზღუდეს.

Amazon-მა რომლის სერვერებიც მათ შორის Netflix-საც ემსახურებიან, შეტევის დაწყებიდან მალევე განაცხადა, რომ დილის 4:31-დან, დილის 6:10-წუთამდე მის სერვერებზე წვდომა შეზღუდული იყო, 6:31-ზე კი შეზღუდვები მოიხსნა.

ჰაკერებმა თავდასხმა კომპანია Dyn-ზე მიიტანეს, ეს კომპანია საიტებს DNS სერვერებით ემსახურება. Dyn-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტევის შედეგად კომპანიის სერვერები გადაიტვირთა და მათ მომხმარებელთა გატარება ვეღარ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-თურქეთის ,,ძმობას,, ისევ ბზარი შეეპარა… რუსეთის ახალი მუქარა
შემდეგი სტატია,,ნადეჟდა სავჩენკო მთლად ნორმალური არ უნდა იყოს…,,