აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი. დოკუმენტი 375 ხმით უკვე დაამტკიცა კონგრესის ქვედა პალატამ. მასში ხაზგასმულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის 4 მილიარდზე მეტი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

“საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების განვითარებში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებისადმი ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას”,-ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აშშ მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას“.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა „დაშლილების ბიზნესს“ ლობირებს? – რეალურად რას ემსახურება ავტომობილებზე აქციზის გაზრდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით მიმართავს ავრცელებს